|
 |
ფსალმუნნი | 1. ფსალმუნი |
 |
 |
1. ფსალმუნი პირველი, ალილუია 1.ნეტარ
არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა
დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა. 2. არამედ შჯულსა უფლისასა არს
ნებაი მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე. 3. და იყოს იგი
ვითარცა ხე, დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის
ნაყოფი მისი ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ, და ყოველივე
რაიცა ჰყოს, წარემართოს მას. 4. არა ესრე უღმრთონი, არა ესრე, არამედ
ვითარცა მტვერი, რომელ აღგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა. 5. ამისთვის
არა აღსდგენ უღმრთონი სასჯელსა, არცა ცოდვილნი ზრახვასა მართალთასა. 6.
რამეთუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს. 2. ფსალმუნი დავითის, ზედა წარუწერელი ებრაელთა შორის 1.
რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? 2. შეითქუნეს მეფენი
ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა
მისისათვის. 3. განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი
მათი. 4. რომელი დამკვიდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან
შეურაცხ-ჰყუნეს იგინი. 5. მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და
გულის-წყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი. 6. ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის
მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა. 7. თხრობად ბრძანებასა უფლისასა,
უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ. 8. ითხოვენ
ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკვიდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა
კიდენი ქუეყანისანი. 9. ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისაითა და ვითარცა
ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი. 10. და აწ, მეფენო, გულისხმა-ჰყავთ და
განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი. 11. ჰმონეთ უფალსა შიშით და
უგალობდით მას ძრწოლით. 12. მიიღეთ სწავლაი, ნუუკუე განრისხნეს უფალი და
წარსწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა, რაჟამს აღატყდეს მყის გულის
წყრომაი მისი. ნეტარ არიან ყოველნი, რომელნი ესვენ მას. ......................
|
 |
 |
 |
 | |
|
 | სტატისტიკა |  |  |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|  |  |  |  |
|