|
 |
წმინდანები | წმიდა დავით გარეჯელი |
 |
 |
ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელი შუამდინარეთის ასურეთიდან
იყო. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და მშობელთა ვინაობა უცნობია. იგი, ჯერ
კიდევ ყრმა, სულიერი შვილი გახდა თანამემამულის, წმიდა მამა იოანე
ზედაზნელისა. განერიდა რა კაცთა დიდებას საკვირველმოქმედი ღირსი მამა
იოანე, თავის მოწაფეებიანად მცხეთას წამოვიდა და პატიოსანი სვეტის
თაყვანისცემის შემდეგ დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე მთაზე შეჩერდა.
აქედან მასწავლებლის კურთხევით მოწაფეთაგან ზოგმა კახეთის საზღვრებს
მიაშურა, ზოგმა კი დვალეთს.
მამა
დავითმა თავიდან სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. ბერ ლუკიანესთან, თავის
მოწაფესთან და სულიერ შვილთან, ერთად ქალაქის დასავლეთით მდგარი მთის
ფერდობზე, გამოქვებულში დასახლდა და იქვე პატარა სამლოცველო მოაწყო.
ბერები მხოლოდ მთის მცენარეებით იკვებებოდნენ და ლოცვაში ატარებდნენ
დღეებს.
|
 |
 |
 |
 |
 |
წმინდანები | წმინდა ანთიმოზ ივერიელი |
 |
 |
წმინდა ანთიმოზ ივერიელი

"მართლმადიდებელ არაბებს შენ აგე სიხარული სანატრელი სასტამბო ხელოვნებისა"...
საუკუნეების მანძილზე, ყოველ დროში, ქართველი კაცი გამოირჩეოდა
შემოქმედებითი აქტივობითა და აღმშენებლობითი თვისებით. იგი ქმნიდა
ეპოქალური მნიშვნელობის კულტურას და ქმნიდა ისეთი ხარისხით, რომელიც
შემდგომ გზას უნათებდა მომავალ თაობებს. ასეთი ეპოქალური მნიშვნელობის
პიროვნებანი მრავალი იპოვება ჩვენი ისტორიის ფურცლებზე. მათ შორისაა
სრულიად ვლახეთის ქართველი მიტროპოლიტი წმინდა ანთიმოზ ივერიელია.
წმინდა ანთიმოზ ივერიელის სამიტროპოლიტო გერბი
ანთიმოზ ივერიელი - საქართველოდან მოტაცებული და კონსტანტინოპოლის ბაზარზე მონად გაყიდული ქართველი, თავის ..............................
|
 |
 |
 |
 |
 |
წმინდანები | დაკარგული ყვავილები |
 |
 |
|
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: დაკარგული ყვავილები ჟანრი: მოკლემეტრაჟიანი/დოკუმენტური გამოშვების წელი: 2008 (თუ არ ვცდები) =)) სცენარის ავტორი და რეჟისორი: დეკანოზი გიორგი ყიფშიძე როლებში: ნუგზარ წიკლაური, გიორგი ყიფშიძე,ნომერ 200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები....
ფილმის აღწერა: თბილისის
წმინდა მოწამეთა კვირიკისა და ივლიტას ტაძარი, დეკანოზ გიორგი ყიშიძის
მიერ გადაღებული ფილმი ,,დაკარგული ყვავილები" რომელიც ეხება მიტოვებულ
ბავშვებს, ბავშთა სახლებში რომ იზრდებიან და მოუწოდებს ქართველ მშობლებს
(მომავალ მშობლებს) გაითვალისწონენ მიტოვებული ბავშვის ფსიქიკა, მათი
ვითარება - ფილმი რომელიც ამხელს მათ და ამავდროულად ეხმარება
ჭეშმარიტებას აცდენილი ,,კაცს" კვლავ ჭეშმარიტ გზაზე შემობრუნდეს, მათ
მძებნელთ უჩვენებს . . . ალბათ ეს მათ ეხებათ ვინც ცხოვრებაზე ცოტას მაინც
ფიქრობენ და დამოუკიდებლად აზროვნებენ.. მოკლედ ეს პატარა ვიდეო გვიამბობს
2 აღსაზრდელზე რომლებიც პანსიონიდან გამოიპარნენ და ქუჩაში დადიან. ისინი
ხედავენ სხვებს მშობლებთან და გული წყდებათ რომ ისინი მიატოვეს
ენა: ქართული ხანგრძლივობა: 00:16:21
ფაილი ფორმატი: XviD (FLV) ხარისხი: DVD RIP ზომა: 142 MB |
|
 |
 |
 |
 |
 |
წმინდანები | წმიდა ანთიმოზ ივერიელი (+1716) |
 |
 |
13 (26) ივნისი
წმიდა ანთიმოზ ივერიელი თავისი დროისათვის ერთ-ერთი უგანათლებულესი
ადამიანი იყო, ფლობდა მრავალ უცხო ენას: ბერძნულს, რუმინულს, ძველ
სლავურს, არაბულს, თურქულს, გათვითცნობიერებული იყო თეოლოგიაში,
ლიტერატურასა და ბუნებისმეტყველებაში. იგი დაჯილდოებული იყო საოცარი
ნიჭით, ბრწყინვალედ ფლობდა ხელოვნების ყველა დარგს, განსაკუთრებით
მხატვრობას, გრავირებას, მოჩუქურთმებას, ქსილოგრაფიას. ცნობილი იყო,
როგორც შესანიშნავი კალიგრაფი, დახელოვნებული ხეზე მჭრელი და ნიჭიერი
მოქანდაკე. ის იყო რეფორმატორი სალიტერატურო რუმინული ენისა, ბრწყინვალე
მწერალი და აღიარებული ორატორი.
ანთიმოზ ივერიელმა სიცოცხლე შესწირა მეორე სამშობლოდ ქცეულ ვლახეთის
გათავისუფლებას თურქთა და ფანარიოტთა უღლისაგან. ცნობები ამ საოცარი
ადამიანის სიყრმისა და სიჭაბუკის შესახებ მწირადაა შემონახული. ცნობილია,
რომ ის იყო სამცხე-საათაბაგოს მკვიდრი. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული
ჭაბუკი არჩილ მეფეს ახლდა რუსეთში და დიდად ეხმარებოდა ქართული სტამბის
ჩამოყალიბებაში. საქართველოში დაბრუნებული ანთიმოზი კავკასიელმა მთიელებმა
შეიპყრეს და მონად გაყიდეს. ტყვეობიდან ის გამოისყიდა იერუსალიმის
პატრიარქმა დოსითეოსმა. საპატრიარქოში ყოფნის პერიოდი ანთიმოზმა თავისი
განათლებისა და ოსტატობის სრულყოფისათვის გამოიყენა. უკვე სახელგანთქმული
მხატვარი, გრავიორი და კალიგრაფი დაახლოებით 1690 წელს ვლახეთის მეფის,
კონსტანტინე ბრინკოვიანუს მიწვევით ვლახეთში წავიდა. ანთიმოზი ვლახეთში
ჩასვლისთანავე სათავეში ჩაუდგა სასტამბო საქმეს. ბეჭდვითმა საქმიანობამ
მთელს ქვეყანაში არნახული გაქანება ჰპოვა და უმაღლეს დონეს მიაღწია.
ყოველივე ამის სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი და ამაგდარი იყო
საქართველოდან გადახვეწილი ქართველი ოსტატი, რომელიც ყველგან და
ყველაფერში ხაზს უსვამდა თავის ქართულ წარმომავლობას და აღნიშნავდა, რომ
„ძირით ქართველი“ იყო. ანთიმოზ ივერიელმა შეძლო გადაექცია ვლახეთი
მართლმადიდებლობის ცენტრად, რომელიც მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს წიგნებით
კვებავდა
|
 |
 |
 |
 | |
|
 | სტატისტიკა |  |  |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|  |  |  |  |
|