ნავიგაცია
ძებნა
რეკლამა





  
რეკლამა





მამაოები | მეუფე თეოდორეს საუბრები
ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია
(ქ. ახალციხე, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის რაიონები, ტაო-კლარჯეთი და ლაზეთი)
       

მიტროპოლიტი თეოდორე (დიმიტრი ჭუაძე)

დაბ. - 11.04.1967, სიღნაღი;
1984 - თელავის მე-4 საშ. სკოლა;
1991 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი;
1992 - ახალციხის სასულიერო სემიანარია;
1991 წლის 22 თებერვალი - ბერად აღკვეცა;
1991 წლის 7 ივნისი - დიაკვნად კურთხევა;
1991 წლის 8 სექტემბერი - მღვდლად კურთხევა;
1993 წლის 18 ივნისი - იღუმენი;
1996 წლის 26 ოქტომბერი - არიქმანდრიტი;
1996 წლის 27 ოქტომბერი - ეპისკოპოსად კურთხევა;
1996-1998 წწ. - ბოდბელი ეპისკოპოსი;
1998 წ. - ახალციხის ეპისკოპოსი;
2003 - ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი;
2003 წლის 14 სექტემბერი - მთავარეპისკპოსი;
2003-2004 წწ. - საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების თავმჯდომარე;
2004-2005 - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემიანარიის რექტორი;
2005 წლის 1 თებერვლიდან - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი.


   

საფარა

ახალციხის, ტაო-კლაერჯთისა და ლაზეთის ეპარქია სამხრეთ საქართველოში ისტორიული სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს: ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონების ტერიტორიას. 2002 წლის 17 ოქტომბრიდან წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ეპარქია ნომინალურად აერთიანებს უძველეს ქართულ პროვინციებს - ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთს, რომლებიც ამჟამად საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს მიღმაა მოქცეული. საქართველოს საეპარქიო დანაწილების საფუძველზე ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომისა და ბაკურიანის, ახალქალაქისა და კუმურდოს, დასავლეთიდან ბათუმისა და სხალთის, ჩრდილოეთიდან ვანისა და ბაღდათის, ჩრდილო-დასავლეთიდან შემოქმედის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან არგვეთისა და უბისის ეპარქიები, ხოლო სამხრეთის მხრიდან სახელმწიფო საზღვარი გადის თურქეთთან.

საისტორიო ტრადიციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი საეპისკოპოსო კათედრა სწორედ ამ მხარეში დაუარსებია წმინდა მოციქულს, ანდრია პირველწოდებულს.



მამაოები | ღირსი ეფრემ მცირე

18(ax.31) ianvari

Rirsi efrem mcire, filosofosi (+1101); Rirsi aleqsi mRvdel-monazoni (SuSania) (+1923); wmidani aleqsandrielni mTavarepiskoposni aTanase (+373) da kirile (+444); Rirsi markiane kvireli (+daaxl. 388).

ღირსი ეფრემ მცირე

Rirsi efrem mcire, filosofosi. XI saukunis didi qarTveli saeklesio moRvawis, mwerlis, mTargmnelis da filosofosis efrem mciris cxovreba, samwuxarod, ucnobia, magram misi `mosaxsenebeli~ da sxva wyaroebi saSualebas gvaZlevs, gaviTvaliswinoT Rirsi mamis cxovrebisa da moRvaweobis umTavresi etapebi.

1027 wels, saqarTvelos mefis, bagrat IV-is taxtze asvlisas, saberZneTSi sacxovreblad wavidnen taoeli aznaurebi. maTi samSoblodan aryis mizezi iyo saqarTvelos da bizantias Soris Camovardnili SuRli `zemo qveyanaTa~, anu tao-klarjeTis miwebis gamo da is SinaaSliloba, rac am politikur daZabulobas mohyva.



მამაოები | meufe eqvtime


გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია
IPB-ს სურათი
meufe eqvtime

გურჯაანის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოში, გარე კახეთისა და ალაზნის ვაკის მიჯნაზე - გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. საქართველოს ამჟამინდელი საეპარქიო დანაწილების თანახმად, ესაზღვრება: აღმოსავლეთით - ბოდბისა და ნეკრესის; დასავლეთით - მცხეთა-თბილისის; ჩრდილოეთით - ალავერდისა და წილკნის ეპარქიები. გურჯაანის სამღვდელმთავრო ტერიტორია უძველეს დროს შედარებით მცირე მოცულობის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა და ამ მხარის ადმინისტრაციულ პუნქტად ჩელეთი ითვლებოდა. ხელსაყრელი მდებარეობის გამო კახეთის გარშემო მომიჯნავე კუთხეები - ერნო-თიანეთი და თუშ-ფშავ-ხევსურეთი ადრიდანვე გაერთიანდა, VIII ს-ის ბოლოს კი მის შემადგენლობაში კახეთისა და ჰერეთის მნიშვნელოვანი ნაწილიც შევიდა.




მამაოები | მიტროპოლიტი იობი (ელგუჯა აქიაშვილი)

მეუფე იობი



მიტროპოლიტი იობი (ელგუჯა აქიაშვილი)

დაბ. - 29.05.1960, ყაზბეგი, სნო;
1983 - სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი;
03.01.1988 - ბერად აღკვეცა;
19.01.1988 - დიაკონი;


მამაოები | mitropoliti saba

ხონისა და სამტრედიის ეპარქია

IPB-ს სურათიmitropoliti saba

ხონისა და სამტერდიის ეპარქია დასავლეთ საქართველოში ისტორიული იმერეთის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში, ვაკე იმერეთში მდებარეობს. იგი ხონს, სამტრედიასა და მათ მიმდებარე ტერიტორიებს, მდინარეების რიონსა და ცხენისწყალს შორის მდებარე სივრცეს მოიცავს. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ქუთაის-გაენათისა და ვანი-ბაღდათის, დასავლეთიდან ჭყონდიდის, ჩრდილოეთიდან ცაგერისა და ლენტეხის, სამხრეთიდან შემოქმედის ეპარქიები.




მამაოები | სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია

სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია

IPB-ს სურათი

სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარეობს და მდინარეების თრუსოს, თერგისა და სნოსწყლის აუზებს მოიცავს. ეპარქიის შემადგენლობაშია საქართველოს მთიანეთის პატარა ქალაქი ყაზბეგი (ძვ. სტეფანწმინდა) და მისი მიმდებარე ისტორიული პროვინცია - ხევი, ადრინდელი შუა საუკუნეების წინარეთი. ქვეყნის თანამედროვე საეპარქიო დანაწილების საფუძველზე სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - წილკნისა და დუშეთის, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან - ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიები, ჩრდილოეთიდან - საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე კი - ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა.



მამაოები | კალისტრატე

"... ვასწავლნე უშჯულოთა გზანი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ..." (50 ფსალმუნი)

ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს დაბადებიდან 70 წლის და 25 წლის მღვდელმთავრობის იუბილე

  აღზრდისა და გაზრდის, სწავლისა და შრომის, ადამიანების შეცნობის, ცხოვრების შემეცნების, სიყვარულისა და ავ-კარგის გარჩევის ურთულესი გზა გაიარა.
აღიზარდა კეთილშობილი, ჰუმანური, თავმდაბალი, მიმტევებელი, თავაზიანი.
გაიზარდა ფიზიკურად ჯანმრთელი, ბუმბერაზ მთასავით მაღალი, კლდესავით მტკიცე, წყაროს წყალივით სუფთა და ანკარა, გონიერი, ბეჯითი და საღი მსჯელობის უნარით აღსავსე, სიმართლისა და სამართლიანობის მძებნელი და მოყვარული.
გზა და გზა მდიდრდებოდა, ივსებოდა და მტკიცდებოდა მადლითა და სიკეთით, რომელსაც დღეს უშურველად განიღებს მის თვალსაწიერზე მყოფ ადამიანებისთვის.
არასოდეს ყოფილა უმართებულო სიტყვის მთქმელი, შურიანი, სირთულეებზე თავის ამრიდებელი და უკან დამხევი.
უყვარს ყველა, ვისაც ადამიანი ჰქვია, გაჭირვებულიცა და გამდიდრებულიც, თუ იგი პატიოსანი შრომითაა მდიდარი.
სულ იმის ცდაშია, ვის როგორ დაეხმაროს, ანუგეშოს, შეუმსუბუქოს მძიმე ხვედრი, მადლითა და სიკეთით აღავსოს ყველას გული.
ეს ღირსშესანიშნავი პიროვნება გახლავთ ერისკაცობაში შოთა ილიას ძე მარგალიტაშვილი, შემდგომ კი მიტროპოლიტ კალისტრატედ წოდებული.
დაიბადა 1938 წელს, 20 ოქტომბერს, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში. ხშირად იტყვის: ხალხს ჩემი სოფლის სახელწოდება ეშლება, ზოგი ვაზისუბანს, ზოგიც ვარდისუბანს ეძახისო. მეუფე კი ნამდვილად იმ დიდებული–ვარდისუბნის საამაყო შვილია, მრავალშვილიან ოჯახში დაბადებული, არზრდილი და გაზრდილი.
საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო მინსკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და დაასრულა ვორონეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტში, ასევე დაასრულა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სრული კურსი. ამ წლების მანძილზე, სწავლასთან ერთად, სწავლის დამთავრების შემდგომაც მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე.   ძალიან ახალგაზრდულ ასაკში დაოჯახდა და სამშობლოს სამი შვილი შესძინა.
შემდგომ მისი ცხოვრების ისტორიაში გადაიშალა ყველასა და ყველაფერზე რთული და საყვარელი საქმიანობის ახალი ფურცელი... შეუდგა მძიმე, მაგრამ ჭეშმარიტ გზას–ქრისტეს გზას.
1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია, იმავე წელს აღიკვეცა ბერად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღეს (7 აპრილს) და აკურთხეს დიაკვნად. 1982 წლიდანვე დაინიშნა საპატრიარქოს მშენებლობა-მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსად, ხოლო ამავე წლის 2 აგვისტოს აკურთხეს მღვდელმონაზვნად. შემდგომ აიყვანეს იღუმენის ხარისხში.
1983 წლის აპრილში დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად. 12(25) დეკემბრიდან კი აკურთხეს ეპისკოპოსად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.
უაღრესად სავალალო და მძიმე ვითარება დახვდა ეპარქიაში მმართველს და იგიც დიდი შემართებით შეუდგა მოღვაწეობას. მისი თავდადებული შრომით გაიწმინდა და გასუფთავდა ეკლესიები, გამოსწორდა მოძღვართა ცხოვრება–განწყობილებებიც, შეიქმნა სუფთა გარემო, მოეძალა ეკლესიებს მრევლი, დაიწყო ახალი ეკლესიების შენება, ძველის შეკეთება და წირვა-ლოცვის აღდგენა. შორს წაგვიყვანს იმის ჩამოთვლა, თუ რამდენი ეკლესია აშენდა და შეუდგა ფუნქციონირებას.



მამაოები | ეპისკოპოსი ზენონი (იმედა იარაჯული)

ეპისკოპოსი ზენონი (იმედა იარაჯული)

დაბ. - 17.05.1972, თბილისი
1992 წ. - თბილისის სასულიერო სემინარია
14.08.1993 - ბერად აღკვეცა
19.08.1993 - დიაკვნად კურთხევა
25.10.1993 - მღვდლად კურთხევა
10.11.1994 - იღუმენი
10.11.1994 - სიღნაღის სასულიერო სასწავლებლის რექტორი
1995-1996 - თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პრორექტორი
1996-1997 - რომის ორიენტალისტური ინსტუტუტი
1998 - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი
1998-2002 - საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების თავმჯდომარე
2000-2002 - თბილისის მამა-დავითის ტაძრის წინამძღვარი
16.06.2001 - არქიმანდრიტი
2002-2003 - სვეტიცხოვლის წინამძღვარი
18.08.2003 - ეპისკოპოსად კურთხევა

 



მამაოები | მღვდელმსახურები და მათი შესამოსელი
წმიდა მოციქულებმა ახალი აღთქმის ეკლესიაში დაადგინეს მღვდელმსახურთა სამი ხარისხი: ეპისკოპოსი, პრესვიტერი (ანუ მღვდელი) და დიაკონი. ყველა ისინი იწოდებიან მღვდელმსახურად, რადგან მღვდლობის საიდუმლოთი იღებენ სულიწმიდის მადლს ქრისტიანულ ეკლესიაში წმიდა მსახურებისათვის: აღასრულებენ ღვთისმსახურებას, ადამიანებს ქრისტიანულ რწმენასა და სათნოებებში განსწავლიან და საეკლესიო საქმეებს განაგებენ.

სურათზე მარცხნივ: შავი სამღვდელოება (ბერები - მათ შორის ეპისკოპოსები)
მარჯვნივ - თეთრი სამღვდელოება (ცოლოსანი მღვდლები)


მღვდელმსახურები და მათი შესამოსელი


ეპისკოპოსები ეკლესიასი უმაღლეს ხარისხს წარმოადგენენ. ისინი მადლის უმაღლეს სახეს იღებენ. ეპისკოპოსს ეწოდება აგრეთვე მღვდელმთავარი, ანუ მღვდელთა უფროსი. მას შეუძლია, აღასრულოს ყველა საიდუმლოება და საეკლესიო მსახურება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპისკოპოსებს აქვთ უფლება, არა მხოლოდ აღასრულონ ჩვეულებრივი ღვთისმსახურება, არამედ ხელი დაასხან მღვდლებს, აკურთხონ მირონი, რაც მღვდელს არ შეუძლია.

მამაოები | საქართველოს მართლმადიდებელი
საქართველოს ეკლესიის მამამთავრები


ქართლის (მცხეთის) ეპისკოპოსები და კათოლიკოსები


† იოანე I - ქართლის პირველი ეპისკოპოსი. დაახ. IV ს-ის 20-60-იანი წლები

† იაკობი - დაახ. IV ს-ის 60-70-იანი წლები

† იობი - დაახ. IV ს-ის 70-90-იანი წლები

† ელია - დაახ. IV ს-ის 90-იანი წლებიდან V ს-ის დასაწყისამდე

† სჳმონ I - დაახ. V ს-ის დასაწყისი - 20-იანი წლები

მოსე - დაახ. V ს-ის 20-იანი წლებიდაახ. V ს-ის 20-იანი წლები

იონა - დაახ. V ს-ის 20-იანი წლები

იერემია - დაახ. V ს-ის 20-იანი წლების ბოლო

გრიგოლ I - დაახ. V ს-ის 20-30-იანი წლები

ბასილ I - დაახ. V ს-ის 30-იანი წლები

მობიდანი - დაახ. V ს-ის 30-იანი წლების ბოლო

† იოველ I - დაახ. V ს-ის 40-იანი წლები (ვახტანგ გორგასლის მეფობის დასაწყისი)

გლონოქორ - დაახ. V ს-ის 40-იანი წლები (მეფე მირდატის დრო)

მიქაელ I - V ს-ის 50-იანი წლებიდან 60-იანი წლების ბოლომდე

პეტრე I - ქართლის პირველი კათოლიკოსი. დაახ. V ს-ის 60-იანი წლებიდან

სამოელ I - VI ს-ის დასაწყისი

გაბრიელ I - დაახ. 505-507 წწ.


ავტორიზაცია
რეკლამა

სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მეგობრები
wWw.Geofox.tk
შენი საიტი აქ!
შენი საიტი აქ!
შენი საიტი აქ!

Copyright © 2008-2009
Designe By Tornike |