ნავიგაცია
ძებნა
რეკლამა





  
რეკლამა





ეკლესია - ტაძრები | წმინდა მიწა: იერუსალიმი
წმინდა მიწა: იერუსალიმი

ძველი ქალაქი, რომელსაც თურქების მიერ მე-16 საუკუნეში აღდგენილი გალავანი აკრავს, ოთხადაა გაყოფილი: ებრაულ, ქრისტიანულ, მუსულმანურ და სომხურ კვარტლებად. ამ ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია მორიის, იგივე ტაძრის მთა, სადაც თავდაპირველად შლომო (სოლომონ) მეფემ ააგო ებრაული ტაძარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 950 წელს. ახლა ამ მთაზე მხოლოდ მუსულმანური მეჩეთებია. ძველებრაული ტაძრის კომპლექსიდან მხოლოდ მთის ნიადაგის გასამაგრებელი ქვემო გალავნის დასავლეთი მხარე შემორჩა, რომელსაც გოდების კედელსაც უწოდებენ. ძველ ქალაქშივეა ვია დოლოროზა და მრავალი ეკლესია, მათ შორის გოლგოთისაც - ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე აგებული.

ეკლესია - ტაძრები | ქაშვეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი


მისამართი: რუსთაველის გამზირისა და ჯორჯაძის ქუჩის გადაკვეთა.
ტელეფონი: 99-01-12.

აშენების თარიღი: პირველი ტაძარი აგებული იყო ჯერ კიდევ დავით გარეჯელის მოღვაწეობის დროს. მეორედ ტაძარი 1753 წელს გივი ამილახვარს აუშენებია (იხილე წარწერა ქვემო ტაძრის კარიბჭის მარცხენა კედელში). დღევანდელი ნაგებობის მშენებლობა 1904 წლის 12 ნოემბერს დაიწყო.

აღმაშენებლები: ხუროთმოძღვრები: ლ-პ. ბილიფელდი, ე.ლ. ანდრეოლეტი, ძმები აღლაძეები. შემომწირველნი: ანა ამილახვარი, ნინო და ნიკოლოზ თუმანიშვილები, მართა თურქია, ანტონ და ნიკოლოზ არჯევანიძეები, ბარბარე ლორთქიფანიძე, დავით სარაჯიშვილი.


ვრცლად იხილეთ სრულიადში.


ეკლესია - ტაძრები | ანჩისხატის ტაძარი



მისამართი: მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ი. შავთელის ქ. № 19.

ისტორია: XX საუკუნის 60-იან წლებში, რესტავრაციის დროს, ანჩისხატის ტაძარში აღმოაჩინეს ქვის ორი ფილა (ამჟამად ისინი ტაძრის დასავლეთ ფასადშია ჩასმული), რომლებზეც „ჯვრის ამაღლების“ რელიეფთან ერთად V-VI საუკუნეების ასომთავრული წარწერის ფრაგმენტებია შემორჩენილი. მეცნიერებმა აღდგენილი წარწერა ასე წაიკითხეს: „უფალო, მეფე დაჩის შეხეწიე“. ეს წარწერა ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ისტორიული თბილისის ზემო უბანში, მდებარე ანჩისხატის ტაძარი სწორედ ის ყოვლადწმიდა მარიამის შობის სახელობის ეკლესიაა, რომლის შესახებაც XI საუკუნის ძეგლში „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ში ნათქვამია: „თბილისს კაცნი დასხდებოდეს და მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ აღაშენეს“. ეს ტაძარი VI საუკუნის დასაწყისში, ქვეყნის დედაქალაქის მცხეთიდან თბილისში გადმოტანისთანავეა აგებული, როცა ქართლში ვახტანგ გორგასლის შვილი, დაჩი უჯარმელი მეფობდა.

ვრცლად იხილეთ სრულიადში.


ეკლესია - ტაძრები | სვეტიცხოველი

ქ. მცხეთა იბერიის სამეფოს ძველი დედაქალაქია. ჩვენს წელთააღრიცხვამდე I ათასწლეულში საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ორი სამეფო: იბერიისა (ქართლის) - აღმოსავლეთში და კოლხეთის - დასავლეთ საქართველოში. სწორედ იბერიის სამეფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი მცხეთა 800-ზე მეტი წლის განმავლობაში.

მცეთა დიდ საქარავნო გზაჯვარედინზე არსებობდა და აქ მოდიოდნენ ან გადადიოდნენ მეფეები, ელჩები თუ დესპანები, ვაჭართა ქარავნები, მოგზაურები თუ მეისტორიენი. მცხეთის განუმეორებელი სილამაზე: ცაში აჭრილი ქართის მთები, ვერცხლის სარტყელივით მბზინვარე მტკვარი, ზურმუხტისფერი ტალღებით მომქუხარე არაგვი და ორ მდინარეს შორის სამკუთხედად გაწოლილი მთაგორიანი ადგილი ხიბლავდა: ბერძენ, რომაელ, ებრაელ, არაბ თუ ჩინელ სტუმრებს, მტრებს თუ მოკეთეებს.

მცხეთა ქრისტიანობამდეც ჩვენი ქვეყნის სულიერი ცენტრი იყო, აქ იდგა: არმაზის, ზადენის, გაცის, გაიმის, აინანას, დანანას და აფროდიტეს კერპები. ამიტომ, ბუნებრივია, მცხეთა და მისი რეგიონი ძალზე მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით, არქეოლოგიური მონაპოვრებით. ქალაქისა და მისი რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს 200-ზე მეტი არქიტექტურული ძეგლი, რომელთა შორის ცენტრალური ადგილი უჭირავს მცხეთის საპატრიარქო ტაძარს - სვეტიცხოველს.

ვრცლად იხილეთ სრულიადში.


ეკლესია - ტაძრები | წმიდა სამების საკათედრო ტაძარი

1989 წლიდან საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. და სწორედ ამ დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით წმიდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტისათვის არქიტექტორთა კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც გამარჯვება წილად ხვდა არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტს. ტაძარი, რომლის მშენებლობაც შემდგომში ათასწლეულის მშენებლობად შეფასდა, ქრისტეშობის 2000 წლისთავს მიეძღვნა.

კონკურსი ორ ტურად ჩატარდა და ორივე ტურში ხუროთმოძღვართა 110-ზე მეტი ჯგუფი მონაწილეობდა. ზოგიერთ მათგანს ტაძრის გეგმის ორი და სამი ვარიანტიც კი ჰქონდა წარმოდგენილი. ცალკეულ ნამუშევარზე ორი-სამი და ზოგზე შვიდი ავტორიც მუშაობდა. იყო ისეთი პროექტებიც, რომლებიც მთელი სახელოსნოს მიერ იყო წარმოდგენილი. ხსენებული კონკურსისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მასში უცხოეთში მოღვაწე ქართველი არქიტექტორებიც მონაწილეობდნენ. საუკეთესო პროექტის შერჩევისას კომისიამ, რომელსაც სათავეში თავად უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ედგა, გაითვალისწინა ქართული საეკლესიო არქიტექტურის ყველა ძირითადი ტრადიციული კომპონენტი, ასევე სატაძრო კანონიკისათვის მისაღები სიახლეები და უპირატესობა მიანიჭა იმ გეგმას, რომელიც ამჟამად ელიას მთაზე ხორციელდება. ხუროთმოძღვარი არჩილ მინდიაშვილი ძველი საკათედრო ტაძრების ანალიზზე დაყრდნობით შეეცადა, განესაზღვრა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი განვითარების დონე დღევანდელობასთან მიმართებაში. მისი თქმით: „სამების საკათედრო ტაძარი არის თანამედროვე ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელშიც ქართული ეკლესიათმშენებლობის დღემდე არსებული ყველა ტრადიცია არის დაცული, და მას თან ერთვის თანამედროვე ნიუანსები“.

ვრცლად იხილეთ სრულიადში


ეკლესია - ტაძრები | სვეტიცხოველი

ისტორია:


სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობააა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმ. ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია.

1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს (ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ. ცინცაძე) მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა...

ფაილის შესახებ: ამ ფოლდერში არის სვეტიცხოველის სურათები.
რაოდენობა: 11 ცალი სურათი

ავტორიზაცია
რეკლამა

სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მეგობრები
wWw.Geofox.tk
შენი საიტი აქ!
შენი საიტი აქ!
შენი საიტი აქ!

Copyright © 2008-2009
Designe By Tornike |