|
 |
| |
 |
 |
იერუსალიმი (ებრ. ירושלים - იერუშალაიმი, არაბ.: القُدس - ალ-კუდსი (ქართ.
- წმინდა); ან أُورْشَلِيم - ურშალიმ - მხოლოდ ფორმალური, ებრაული
სახელმწიფოსადმი ლოიალობის გამომხატველი სახელი).ვისრაელის სახელმწიფოს
დედაქალაქი, წმინდა ქალაქი სამი მონოთეისტური რელიგიის - იუდაიზმის,
ქრისტიანობისა და ისლამის - მიმდევართათვის. მოსახლეობა: 695,000 (დაახ.
2/3 ებრაელი, 1/3 არაბი). მდებარეობს იეჰუდის (იუდეის) მთების გულში.
ძველი
ქალაქი, რომელსაც თურქების მიერ მე-16 საუკუნეში აღდგენილი გალავანი
აკრავს, ოთხადაა გაყოფილი: ებრაულ, ქრისტიანულ, მუსულმანურ და სომხურ
კვარტლებად. ამ ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია მორიის, იგივე ტაძრის
მთა, სადაც თავდაპირველად შლომო (სოლომონ) მეფემ ააგო ებრაული ტაძარი
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 950 წელს. ახლა ამ მთაზე მხოლოდ მუსულმანური
მეჩეთებია. ძველებრაული ტაძრის კომპლექსიდან მხოლოდ მთის ნიადაგის
გასამაგრებელი ქვემო გალავნის დასავლეთი მხარე შემორჩა, რომელსაც გოდების
კედელსაც უწოდებენ. ძველ ქალაქშივეა ვია დოლოროზა და მრავალი ეკლესია, მათ
შორის გოლგოთისაც - ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით იესო ქრისტეს ჯვარცმის
ადგილზე აგებული.
საიდუმლო სერობის ოთახი უფლის საფლავი წმინდა ცეცხლი
|
 |
 |
 |
 |
|
 | სტატისტიკა |  |  |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|  |  |  |  |
|