|
 |
ლოცვები | ორშაბათსა |
 |
 |
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა
ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათლნო
მეორენო, მთავარანგელსნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი
შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი
სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე
კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ
ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი
გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით
უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა
მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული
ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის
ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე
ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ
ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა
ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა
მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ
გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ
გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და
სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, ულებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ
გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა
განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი
ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა,
დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა ფალო
ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით,
გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ
უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ
უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო,
და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა
ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე
მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა,
ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა,
გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა
ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა
მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით
სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი
უკუნისამდე, ამინ.
|
 |
 |
 |
 |
 |
ლოცვები | ძილად მისვლის ლოცვანი |
 |
 |
ძილად მისვლის ლოცვანი დასაწყისი ლოცვები ერთი
ღმერთშემოისლი ბერი, იდგა რა ლოცვად, მოვიდა აღტაცებაში და ესმა ხმა
უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელიც მიმართავდა ყოვლადწმიდა დედას
თვისას და ეუბნებოდა: „მარქვი დედაო, რაოდენი დიდი ტკივილი დაითმინე ჩემს
გამო მიწიერ ცხოვრებაში?“ ყოვლადწმიდამ მიუგო: „ძეო
ჩემო და ღმერთო ჩემო! შენს გამო ხუთი დიდი ტკივილი დავითმინე დედამიწაზე:
პირველი _ მესმა რა სვიმეონ წინა სწარმეტყუელისაგან, რომ მოიკვლებოდი; მეორე - გეძებდი რა იერუსალიმში და სამი დღე ვერ გიხილე; მესამე - მესმა რა, რომ შეპყრობილ იქმენ ჰურიათაგან: მეოთხე - ოდეს ავაზაკთა შორის გიხილე ჯვარცმული, მეხუთე - გიხილე, რა საფლავად დადებული“. და მიუგო მას უფალმა.
ვრცლად იხილეთ სრულიადში..
|
 |
 |
 |
 |
 |
ლოცვები | დილის ლოცვანი |
 |
 |
დილის ლოცვანი
დასაწყისი ლოცვები
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო
ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და
ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო
ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ
ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.*
|
 |
 |
 |
 | |
|
 | სტატისტიკა |  |  |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|  |  |  |  |
|