|
 |
| |
 |
 |

მამა მიქაელი ერისკაცობაში რომან (რამანა) კასრაძე დაიბადა 1927 წლის
12 სექტემბერს ქ.ცხინვალში გლეხის ოჯახში. მისი რელიგიური ცხოვრების
დაწყება განაპირობა 1966 წელს მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის
სასწაულებრივმა გადარჩენამ. მას შემდეგ რაც შევიდა ეკლესიის წიაღში გულს
სხვას ვერაფერს უდებდა, უწმინდესსა და უნეტარეს ეფრემ II-ეს მან მიმართა
თხოვნით დიაკვნად კურთხევაზე, მაგრამ ეს არ მოხერხდა რადგან იგი
"პარტიული" იყო. მრავალი თხოვნითი წერილის და განცხადების შემდგომ 1983
წელს მისი "კომუნისტური პარტიიდან" განთავისუბლება მოხდა და იგი
შეურაცხადად იქნა გამოცხადებული "როგორც არქიმანდრიტი გაბრიელი
(ურგებაძე)". იგი ამავე წელს ნაკურთხი იქნა დიაკვნად ილია II-ის
ხელდასხმით, ერთ წელიწადში კი მღვდლად იქნა ნაკურთხი და ცხინვალის წმინდა
გიორგის ტაძრის წინამძღვრად იქნა დადგენილი, მან ცხინვალში განაახლა
რამოდენიმე ეკლესია ხოლო ომის დაწყების შემდეგ უწმინდესის თხოვნით იგი
გადმოყვანილ იქნა რუსთავ-მარნეულის ეპარქიაში. მან დეკანოზი დიმიტრის
(გორგაძე) დახმარებით ააშენა ვახტანგ გორგასლის ეკლესია შემდეგ კი
მთავარანგელოზთა მონასტერი.




|
 |
 |
 |
 |
|
 | სტატისტიკა |  |  |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|  |  |  |  |
|