
უთქვენოდ ალბათ, არავინ არ ვარ;
და თქვენ გარეშე მე ეშმაკს ვგავარ.
როდესაც ვისმენ თქვენ ქადაგებას
მაშინ მეხსნება ყველა წუხილი.
ნაზიარები განვიწმინდები
და მშვიდი გულით, სახლში ვბრუნდები.
მამა მიქაელ, დიდო მამაო
მე ადამიანს როგორ გამსგავსოთ?
როდესაც თქვენი ლოცვების მიღმა,
ისმის ანგელოზთ გალობა წმიდა.
ეს ლექსი მამა მიქაელს მიუძღვნა ერთ-ერთმა მისმა სტიქაროსანმა.
ავტორი: გაგა გულიაშვილი